"პრეზიდენტი ამჩატებულია" - ირაკლი კობახიძე

25.06.23 12:08
"პრეზიდენტი ამჩატებულია" - ირაკლი კობახიძე

"პრეზიდენტი ამჩატებულია" - ირაკლი კობახიძემ  სალომე ზურაბიშვილზე ახალი იერიში მიიტანა. "ქართული ოცნების" თავმდჯომარე გუშინ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რემელმაც რუსეთში გავიტარებული მოვლენების ფონზე უსაფღხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვა, რომ პრეზიდენტს ანალიზის უნარი არ აქვს და მას გაჩუმება ურჩია. 

ამასთან, ირაკლი კობახიძეს არც ოპოზიციაზე თავდასხმა გამორჩა და ოპონენტები ისევ მეორე ფორნტის გახნის მოწოწდებებში დაადანაშაულა. 

გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, „გირჩელები“, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როდესაც ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ საერთოდ გაჩუმდე. გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე ყველაფერთან ერთად. აქ საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე, საუბარი იყო მეორე ფრონტზე, პირდაპირი მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ეს არის ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობის, კოლექტიური ოპოზიციის სახე, რაც ძალიან სამწუხაროა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, ქვეყანას გახვევდნენ უბედურებაში. ხომ გაირკვა გუშინ გვიან, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალო სისულელე და მეტი არაფერი. მაგრამ ამ სისულელეს გუშინ ამბობდა ადამიანი, რომელსაც ჰქვია საქართელოს პრეზიდენტი, მაგრამ ჭკუა იმაზე მაინც უნდა გეყოს, რომ გაჩუმდე, როცა ანალიზის უნარი არ გაქვს. ეს ჭკუა ვერ გამოავლინა ვერც პრეზიდენტმა, ვერც ოპოზიციის ლიდერებმა, ვერცერთმა ვერ გამოავლინა. ამ სისულელეს ითხოვდნენ გუშინ მთელი დღის განმავლობაში, საზღვრების ჩაკეტვას, რა საზღვრების ჩაკეტვა, ეს ხომ სისულელე ყიო?, - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

 

 

მსგავსი სიახლეები