უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის მოთხოვნა პრეზიდენტის მხრიდან სისულელე იყო - კობახიძე

25.06.23 12:16
უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის მოთხოვნა პრეზიდენტის მხრიდან სისულელე იყო - კობახიძე

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს გუშინ გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს, სადაც პრეზიდენტმა რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა მოითხოვა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე პრეზიდენტს ურჩევს, უფლებამოსილების მე-5 წელს მაინც გააცნობიეროს, რომ გადაწყვეტილებებს ქვეყანაში არა პრეზიენტი, არამედ პარლამენტი ღებულობს. 

მთელ მსოფლიოში არავის მოუწვევია უსაფრთხოების საბჭო და უშიშროების საბჭო. სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ წარიმართა და პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, უკვე მე-5 წელია, ეწურება უფლებამოსილების ვადა, უნდა გააცნობიეროს მე-5 წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც გადაწყვეტილებაზე  უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ საქართველოს მთავრობა, - ამბობს კობახიძე.

მსგავსი სიახლეები