პრეზიდენტის განცხადება ადეკვატური და ვითარებასთან შესატყვისი იყო - ეკა ბესელია
პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, რომელმაც რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე უსაფრთხოების საბჭოს სხდდომის მოწვევა მოითხოვა, ოპოზიციაში ადეკვატურს უწოდებენ. ეკა ბესელია ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვითარებასთან შესატყვისი განცხადება გააკეთა და ის იყო ერთადერთი, ვინც გაიაზრა, რომ ამ სიტუაციაში კოორდინირებული მოქმედება იყო საჭირო.
როდესაც ასეთი მოვლენები ვითარდება ოკუპანტ ქვეყანაში, რუსული ჯარი დგას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, სულ რამნეიმე კილომეტრში, ასეთ დროს საჭიროა პრევენციული უსაფრთხოების ზომების მიღება. პრეზიდენტი იყო აბსოლუტურად ადეკვატური, აბსოლუტურად შესატყვისი ვითარების და ის იყო ერთადერთი, ვინც გაიაზრა, რომ ამ სიტუციაში საჭიროა კოორდინაცია. საკუთარ ინსტიტუტებს შორის კოორდინაცია იმისთვის არის საჭირო, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხოების და დაცულობის განცდა, - ამბობს ეკა ბესელია.
პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც გუშინ უსაფრტხოების საბჭოს სხდომა მოიწვია, "ოცნება" ქილიკით გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს "ამჩატებული" უწოდა და თქვა, რომ ამს ანალიზის უნარი არ აქვს.