დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება ჩვენს ხელში არ არის - კობახიძე

25.06.23 13:55
დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება ჩვენს ხელში არ არის - კობახიძე

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ დეპოლარიზაციის პუნქტის შესრულება ხელისუფლების ნებაზე არ არის დამოკიებული და ის მთლიანა ოპოზიციის ხელშია. ამასთან, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ხელს ისევ პრეზიდენტისკენ იშვერს და ამბობს, რომ მან პოლარიზაციის მთავარი წყარო, ნიკა გვარამიას ციხიდან გამოუშვა. 

დეპოლარიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ოპოზიციამ თუ არ გადადგა ნაბიჯები ერადიკალიზაციისკენ, რა თქმა უნდა, ეს პუნქტი ვერ შესრულდება. როდესაც პრეზიდენტი იწყალებს პოლარიზაციის მთავარ წყაროს, რა თქმა უნდა, ამით ღვივდება პოლარიზაცია. შესაბამისად, ჩვენს ხელში არ არის ამ პუნქტის შესრულება, - ამბობს კობახიძე. 

მსგავსი სიახლეები