ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი - პოდოლიაკი

25.06.23 16:47
 ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი - პოდოლიაკი

 ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა განაცხადა. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინა ასევე მზადაა, დაეხმაროს სააკაშვილს საზღვარგარეთ ნებისმიერ კლინიკაში გადაყვანაში. 

უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, მიიღოს თავისი მოქალაქე. რა თქმა უნდა, მეც ყოველ ჯერზე ამას ვამბობ. შარშან საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ამ თემაზე განცხადება, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი. ასევე, მზად ვართ გავაგზავნოთ ჩვენი ექიმები ან დავეხმაროთ მას საზღვარგარეთ ნებისმიერ კლინიკაში გასამგზავრებლად, რათა გაუწიონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება", - თქვა პოდოლიაკმა.

მსგავსი სიახლეები