ანტირუსული აქცია რუსთაველზე - "ევროპულმა საქართველომ" სამზადისი დაასრულა
პირველ სკოლასთან "ევროპულმა საქართველომ" აქციისთვის სამზადისი უკვე დაასრულა. დამონტაჟებულია მონიტორი და ხმის გამაძლიერებლები. აქციაზე მისულებს აუხსნიან, რა პროცესები დაიწყო გუშინ რუსეთში, რა დაპირისპირებაა პუტინის კარზე, ვინ არის შოიგუ და რა საფრთხე ემუქრება საქართველოს, თუ ის არ მიიღებს კანდიდატი წევრის სტატუსს.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია პირდაპირ ამბობს, რომ ვისაც გუშინ რუსეთში მიმდინარე მოვლენები არ უხაროდა, ის ან ბრიყვია ან მოღალატე.
ვისაც გუშინ არ უხაროდა მტრის შიგნით დაპირისპირება, ის ან ბრიყვია ან მოღალატე და ვინც ნერვიულობდა იმაზე, რუსეთს რამე არ მოუვიდესო, ის პირდაპირ მოღალატეა. ჩვენ ეგეთი ხელისუფლება გვყავს, მათი კომენტარებიდან მხოლოდ ეს დასკვნა კეთდება. ამიტომ, ჩვენ გვინდა, რომ ეს ამბავი აღვნიშნოთ, ჩვენი მტერი დასუსტდება და ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ როგორც არ უნდა დასუსტდეს მტერი, ჩვენ თუ არ ვიქნებით ფორმაში, ეგ ვერ გვიშველის, - ამბობს გიგა ბოკერია.
დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება. იქნება მხოლოდ ფილმების ჩვენება, რომელიც ოკუპანტ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ასახავს. აქციაზე მისულ მოქალაქეებს კი ადგილზე 'პოპკორნიც" დავხდებათ.