"ბოლო გაფრთხილება" - სანქციების საკითხებში EU-ს და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან
სანქციების საკითხებში ევროკავშირის და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან. დევიდ სალივანი და ჯიმ ობრაიენი პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავენ. ვიზიტი ორდღიანი იქნება. სპეცმისია საქართველოში დღეს, დღს მეორე ნახევარში ჩამოვა.
ობრაიენი სახლმწიფო დეპარტამენტის ის მაღალჩინოსანია, ვინც აგრესორი რუსეთის ელექტრონული საქონლით მომარაგება რუსული რულეტის თამაშს შეადარა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ბოლო გაფრთხილება იქნება, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში.
რომ ის სახელმწიფოები, ის კერძო პირები, ის სტრუქტურები, რომლებიც მონაწილეობენ სანქციების გვერდის ავლის მექანიზმებში, თავად მოყვებიან სანქციების ქვეშ. ძალიან ცუდია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ დარტყმის ქვეშ დააყენა საქართელო. თქვენ იცით, რუსეთის საბაჟო კავშირის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ არ მუშაობს სანქციები და საქართველოს მხრიდან გავარღვიეთ ჩვენ სანქციები. ჩამოვლენ, ადგილზე შეისწავლიან ვითარებას. მე მინდა,რ ომ კონკრეტული პირები დაისაჯონ თუ სანქციების გვერდის ავლას აქვს ადგილი და არა საქართველო, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე.