"ღარიბაშვილი ცდილობს, ვიდრე დრო აქვს, ცხოვრება ბიუჯეტის ხარჯზე მოიწყოს" - ოპოზიცია

26.06.23 11:59
"ღარიბაშვილი ცდილობს, ვიდრე დრო აქვს, ცხოვრება ბიუჯეტის ხარჯზე მოიწყოს" - ოპოზიცია

მაღალი თანამდებობები ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის ნათესავებს - ოპოზიცია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს ეხმიანება. "ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ პრემიერი ცდილობს, ვიდრე დრო აქვს, ცხოვრება ბიუჯეტსი ხარჯზე მოიწყოს. 

ფაქტობრივად ოჯახის წევრი არ დარჩენილა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ ინახავს ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა მისგან ეს არ არის გასაკვირი, ის ასოცირდება სწორედ ნეპოტიზმთან და კორუფციასთან, ასოცირდება კახელების კლანის მიერ ამ ქვეყანაში ძალიან სერიოზულ კორუფციულ სქემებთან, გადაწყვიტეს ახლა, რომ შეესიონ დედოფლისწყაროს და სანამ დრო აქვთ ბიუჯეტის ხარჯზე მოიწყონ ცხოვრება, - ამბობს "ლელო - პარტნიორობა თბილისისათვის" თავმჯდომარე, საბა ბუაძე.

არმაზ ახვლედიანის თქმით, "ოცნება" თავისიანების გულის მოგებაზე, დასაქმებაზე და გამდიდრებაზე ფიქრობს.

მმართველ ძალაში მოსულები, როგორც წესი და დღეს ეს როგორც არასდროს ისე ყვავის ზრუნავენ არა საზოგადოებაზე, არა ჩვეულებრივ ადამიანებზე, არამედ თავისიანებზე. კლანი, ცდილობს, რომ მოიგოს თავისიანების გული, დაასაქმოს და გაამდიდროს, - ამბობს პარლამენტის წევრი, არმაზ ახვლედიანი.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, პრემიერი დედოფლისწყაროში პოსტებზე მეუღლის, ნანუკა თამაზაშვილის ნათესავებს და თანაკლასელებს ნიშნავს. 

მსგავსი სიახლეები