„ოცნება“ და პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე ისევ ვერ თანხმდებიან - ოპოზიცია კონსულტაციებს აანონსებს

26.06.23 12:07
„ოცნება“ და პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე ისევ ვერ თანხმდებიან - ოპოზიცია კონსულტაციებს აანონსებს

„ოცნება“ და პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებზე ისევ ვერ თანხმდებიან - სალომე ზურაბიშვილის წარდგენილ კანდიდატურებს მმართველი პარტია იწუნებს.

საკონმდებლო ორგანოში დღეს დიმიტრი ჯაფარიძეს და გიორგი ბაქრაძეს ელოდებიან. უმრავლესობის დეპუტატების თქმით, პრეზიდენტმა  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ისე წარუდგინა  პარლამენტს, რომ კონსულტაცია არ გაუვლია ხელისუფლებასთან. 

ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციების მომხრეა და აანონსებენ, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საბოლოოდ შეჯერდებიან.

„ჩვენ კონსულტაცია უნდა გვქონდეს, ოპოზიციას და საერთო გადაწყვეტილება იქნება. თურნავა ნიშნავს ტოტალ კონტროლის დაწესებას საბანკო სისტემაზე,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ სებ-ში ნათია ტურნავას ვიცე პრეზიდენტად არჩევით სახელისუფლებო გუნდმა ფინანსურ ინსტიტუტზე გავლენა მოიპოვა.

ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაუქმებაში "ქართულმა" ოცნებამ სასურველ შედეგს მიაღწია და ეს ძალიან მძიმე შედეგს გამოიღებს ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ინსტიტუტების დამოუკიდებლობა არის ევროკავშირის მოთხოვნა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსაც ძალიან მკაცრი დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ეს ართულებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნის მოკავშირეებთან,“ - ამბობს სალომე სამადაშვილი.

მსგავსი სიახლეები