ბაქრაძეს, ბუნებრივია, მხარს ვერ დავუჭერთ - სანდრო რაქვიაშვილი სებ-ის საბჭოს წევრებზე
სებ-ის საბჭოს წევრების გასაუბრება პარლამენტში იწყება - ოპოზიციის ნაწილი აანონსებს, რომ მათი გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარდაჭერა არ ექნებათ.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატს, ბაქრაძეს, გირჩის მხარდაჭერა არ ექნება. სანდრო რაქვიაშვილის განმარტებით, ბაქრაძე არის ერთ-ერთი ავტორი სებ-ის იმ პოლიტიკის, რომელიც დღეს ქვეყანაშია.
ცხადია, რომ არცერთს არ აირჩევენ იმიტომ, რომ ქ"არული ოცნება" არცერთ კანდიდატს არ უჭერენ მხარს. ეს კარგი საბაბია იმის, რომ ვილაპარაკოთ პრობლემებზე, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს. მითუმეტეს, რომ ერთ-ერთი კანდიდატი გიორგი ბაქრაძე არის მრჩეველი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და შემოქმედი იმ პოლიტიკის, რომელიც ბოლო წლებში ტარდებოდა. ბაქრაძეს, ბუნებრივია, მხარს ვერ დავუჭერთ,“ - სანდრო რაქვიაშილი.