უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე - ბორელი

26.06.23 12:15
უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე - ბორელი

„უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან ის, რაც ამ შაბათ-კვირას მოხდა, აჩვენა, რომ უკრაინის წინააღმდეგ წასვლა რუსეთის ძალას ანადგურებს“, - ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები აპირებენ დაამტკიცონ კიევისთვის 3,5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი დახმარების პაკეტი. 
 

მჭიდროდ ვაკვირდებით  რუსეთში არსებულ მდგომარეობას ვაგნერ ჯგუფის კრიზისის შემდეგ. ყველამ იცის რა ხდება რუსეთში. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს არღვევს რუსეთის სამხედრო ძალას და გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ სისტემაზე და, რა თქმა უნდა, არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში. რა თქმა უნდა, ესეც გასათვალისწინებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ პუტინის მიერ წამოწყებული ომი უკრაინის წინააღმდეგ და ის ურჩხული, რომელიც პუტინმა ვაგნერთან ერთად შექმნა,  მას ახლა თავად კბენს. მონსტრი მოქმედებს მისი შემქმნელის წინააღმდეგ. პოლიტიკური სისტემა აჩვენებს თავის სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. ასე რომ, ეს არის უკრაინის ომის მნიშვნელოვანი შედეგი“ - ამბობს ბორელი.

მსგავსი სიახლეები