იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება ეს საკითხი გარკვეული პოლიტიკური გარჩევის თუ ინსინუაციების საგანი - საბანკო ასოციაციის ხელმღვანელი თურნავას არჩევაზე

26.06.23 12:22
იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება ეს საკითხი გარკვეული პოლიტიკური გარჩევის თუ ინსინუაციების საგანი - საბანკო ასოციაციის ხელმღვანელი თურნავას არჩევაზე

ეროვნული ბანკის მართველად ნათია თურნავას არჩევასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ აქვს საბანკო ასოციაციის ხელმძრვანელს. ალექსანდრე ძნელაძის თქმით, მენეჯმენტურად მოხდა გადალაგება და თურნავას მოვალეობები არ გაზრდია. 
ძნელაძე იმედოვნებს, რომ თურნავას ვიცე პრეზიდენტად არჩევის შემდეგ დაწყებული აჟიოტაჟი მალე ჩაცხრება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება ეს საკითხი გარკვეული პოლიტიკური გარჩევის თუ ინსინუაციების საგანი. იმედი მაქვს, რომ ამ საკიტხთან დაავშიერბით არ იქნება არანაირი მკვეთრი განცხადება და ამ საკიტხს წერტილი დაესმევა საბოლოოდ,“ - ამბობს ძნელაძე.

"ქართული ოცნების" პოზიცია სებ-ის საბჭოს წევრების არჩევასთან დაკავშირებით უკვე ცნობილია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ პირდაპირ თქვა, რომ მმართველი გუნდი გიორგი ბაქრაძეს და დიმიტრი ჯაფარიძეს მხარს არ დაუჭერს.

მსგავსი სიახლეები