"მართლმსაჯულების შეურაცხყოფა", "სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა" - წულუკიანი გვარამიას შეწყალებაზე
"სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა," - ასე აფასებს იუსტიციის ყოფილი და კულტურის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებას.
წულუკიანი ირწმუნება, რომ მთავარი არხის დამფუძნებლის გათავისუფლება დეპოლარიზაციის ნაცვლად, პროცესების პოლარიზებას გამოიწვევს.
გვარამიას შეწყალება, მე არ მგონია, რომ რაიმე ტიპის დეპოლარიზაციას გამოიწვევს ან ამგვარ პროცესს ხელს შეუწყობს. ეს ალბათ, პირიქით, პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იქნება. მაგრამ, როგორც ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი აღქმა ამ გადაწყვეტილების, არის როგორც, დავახასიათებდი ამ გადაწყვეტილებას, როგორც მართლმსაჯულების შეურაცხყოფას და ხელყოფას იმ მთავარი ფუნდამენტისა სამართლებრივი სახელმწიფოსი, რასაც ჰქვია ძალაში შესული სისხლის სამართლის გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეშლა", - თქვა წულუკიანმა.