შავი ხვრელის პროპაგანდას ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად ეწევა - მაკა ბოჭორიშვილი
სანქციების საკითხებში ევროკავშირის და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში ჩამოსვლის პარალალურად, "ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთ სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება.
მმართველი გუნდის წევრი მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს შავ ხვრელად გამოყენების პროპაგანდას ქართული ოპოზიცია თავად ეწევა და ის ქვეყნის დასაზიანებლად არის მიმართული.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის თავის არიდება არ მოხდეს საქართველოს გავლით და საქართველომ ამის გამო არაერთხელ მიიღო კარგი შეფასებები. ჯერ კიდევ სანქციების პირველი პაკეტი იყო დაწესებული, მასინვე ერთ-ერთ გამოსვლაში ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა ახსენა 20-ჯერ ეს სიტყვა „შავი ხვრელი საქართველო“. შავი ხვრელი საერთოდ რა იყო, არავინ იცოდა მაშინ. ასე რომ, ეს კამპანია დაწყებულია აქ, ჩვენივე პოლიტიკოსების მიერ და მიმართულია ქვეყნის რეპუტაციის შესალახად და ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად, - ამბობს მაკა ბოჭორიშვილი.