სანქციების საკითხებში EU-ს და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტის მიზანი "ოცნების" მკაცრი გაფრთხილებაა - სამადაშვილი
"ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სანქციების საკითხებში EU-ს და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების მკაცრ გაფრთილებას ემსახურება. ოპოზიციის წევრის თქმით, სტრატეგიული მოკავშირეებისთვის მნიშვნელოვანია, რმ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი მკაცრად იყოს დაცული.
ჩვენი სტატეგიული მოკავშირეებისთვის, როგორც აშშ-თვის, ასევე ევროკავშირისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რეჟიმი იქნას დაცული. ჩვენ ვნახეთ, მათ შორის, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცახდება, რომ სწორედ საქართველოს ტერიტორიას იყენებს დღეს რუსეთი იმისთის, რომ თავი აარიდოს მისთვის დაწესებულ სანქციებს. მე ვფიქრობ, რომ ამ ვიზიტების მიზანი არის ასევე ძალიან მკაცრი გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლების, - ამბობს სამადაშვილი.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან. დევიდ სალივანი და ჯიმ ობრაიენი პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავენ. ვიზიტი ორდღიანი იქნება. სპეცმისია საქართველოში დღეს, დღს მეორე ნახევარში ჩამოვა.