ხელისუფლება სანქციებთან ახლოს - დეკანოიძე სტრატეგიული პარტნიორების ჩამოსვლას აფასებს
დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სანქციების საკითხებში EU-ს და აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ოპოზიციის წევრის თქმით, თუ დადგინდა, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, ამას ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგი ექნება.
იმ შემთხვევაში თუ დადგინდება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკის შედეგად რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილების კონტექსტი, რა თქმა უნდა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული პროექტების დასანქცირება, რაც იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მათი ვიზიტი, განსაკუთრებით ამ პირობებში და განსაკუთებით ობრაიანის გაკეთებული განცხადების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, - ამბობს დეკანოიძე.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის და ამერიკის სპეციალური წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიან. დევიდ სალივანი და ჯიმ ობრაიენი პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავენ. ვიზიტი ორდღიანი იქნება. სპეცმისია საქართველოში დღეს, დღს მეორე ნახევარში ჩამოვა.