"პუტინი ანადგურებს საკუთარ ქვეყანას უკრაინის ომით", "მიმდინარეობს შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა" - მინისტერიალის წევრების შეფასებები

26.06.23 13:33
"პუტინი ანადგურებს საკუთარ ქვეყანას უკრაინის ომით", "მიმდინარეობს შიდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა" - მინისტერიალის წევრების შეფასებები

„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ანადგურებს საკუთარ ქვეყანას უკრაინის ომით,“ - ასე ეხმაურებიან ლუქსემბურგში მინდიანრე მინისტერიალში მონაწილე საგარეო საქმეთა მინისტრები რუსულ აგრესიას უკრაინაში და რუსეთში ძალაუფლების გადანაწილების პროცესებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ახლა რუსეთში, მას შემდეგ რაც ვაგნერის დაჯგუფებამ აჯანყება მოაწყო, რუსეთში ბზარები გაჩნდა. 

აშკარაა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს შიდა, პოლიტიკური, ძალაუფლებისთვის ბრძოლა. ბერლინი არ ჩაერთვება ასეთ საქმეებში. ვხედავთ, მასობრივ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის აჯანყების შემდეგ. უკრაინის ომი ასევე გავლენას ახდენს პუტინის ენერგეტიკულ სისტემაზე. აშკარად მხოლოდ ერთი მოქმედებაა ამ რუსულ სპექტაკლში, რა ბედი ეწევა განსხვავებულ მსახიობებს, ჯერჯერობით, გაურკვეველია,“ - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი ამბობს, რომ დესტაბილიზაცია, რომელიც რუსეთში დაიწყო, დიდ გავლენას მოახდენს მსოფლიო წესრიგზე.

პუტინმა დაკარგა ყოვლისშემძლეობა, თუმცა ევროპისთვის აბსოლუტურად საშიში იქნება, თუ მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა, რომელსაც აქვს ბირთული იარაღის უდიდესი არსენალი დაიმსხვრევა და დესტაბილიზაცია მოხდება,“ - ამბობს ალექსანდერ შალენბერგი.

მსგავსი სიახლეები