პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა - სტოლტენბერგი

26.06.23 13:41
პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა - სტოლტენბერგი

რუსეთში შაბათ-კვირას განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით "დიდი სტრატეგიული შეცდომა" დაუშვა, - ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.

სამხედრო გადატრიალება, რომელიც რუსეთში დაიწყო, სტოლტენბერგისთვის დადასტურებაა იმის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრით დიდი შეცდომა დაუშვა.

ვინაიდან რუსეთი აგრძელებს თავდასხმას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინელებმა წამოიწყეს კონტრშეტევა ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად. რაც უფრო მეტი ტერიტორიას დაბრუნებას შეძლებენ, მით უფრო ძლიერი იქნება ის მოლაპარაკების მაგიდასთან სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი სიახლეები