პრიგოჟინის მოქმედება არის მხოლოდ დასაწყისი იმ მონოლითის ჩამოშლისა, რომლითაც თავი მოჰქონდა რუსეთს - გოგავა

26.06.23 14:21
პრიგოჟინის მოქმედება არის მხოლოდ დასაწყისი იმ მონოლითის ჩამოშლისა, რომლითაც თავი მოჰქონდა რუსეთს - გოგავა

„ის, რაც ხდება ამ წუთში რუსეთში და ის, რაც იყო პრიგოჟინის მოქმედება, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ მონოლითის ჩამოშლისა, რომლითაც თავი მოჰქონდა რუსეთს,“ - ეს განცხადება გენერალმა ზაზა გოგავამ გააკეთა.
გოგავას შეფასებით, უკრაინა-რუსეთის ომმა რუსეთში არსებული პრობელემები სრულად გამოააშკარავა. გოგავას შეფასებით, პუტინმაც უკვე იცის, რომ უკრაინაში ომი წაგებულია და ახლა ხელისუფლების ხელში ჩაგდების პროცესები მიმდინარეობს რუსეთში.

რუსეთში არავის ეჭვი აღარ ეპარებათ, პუტინის ირგვლივაც და თვითონ პუტინსაც, რომ ეს ომი წაგებული აქვთ, ვერანაირი საშულებებით ისინი ამ ომს ვერ მოიგებენ, ახლა მიმდინარეობს ხელისუფლებისთვის ბრძოლა და ვინ იქნება მთავარი დამნაშავე, ვისაც თვითონ რუსეთში გამოკვეთენ. აქ საუბარია უკვე იმაზე, რომ 4 მიმართულებაა, ვინც ხელისუფლების ვერტიკალისთვის იბრძვის - ეს არის პრიგოჟინი, ეს არის რეგულარული სამხედროები, ეს არის კადიროვი, ასევე სპეცსამსახურები - ესენი იბრძვიან რუსეთში ხელისუფლებისთვის ,“ - ამბობს გოგავა.

მსგავსი სიახლეები