ვინც რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებს, სინამდვილეში, ესკალაციისკენ გვიბიძგებს - პაპუაშვილი
ვინც რუსეთისთვის ორხრივი სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებს, რეალურად, ესკალაციისკენ გვიბიძგებს - სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე შალვა პაპუაშვილი თავს ისევ ქვეყნის სტარტეგიულ პარტნიორებს ესხმის. პარლამენტის თავმჯომარე ირწმუნება, რომ თუ თბილისი მოსკოვს შეზღუდვებს დაუწესებს, ამით აგრესორ ქვეყანას ომში გამოიწვევს.
ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, რომ დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, რომ გარისკოს ესკალაცია რუსეთთან ანუ გარისკოს ომი რუსეთთან. ეს არის ორჯერ ორი ოთხი, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, ვინც მოუწოდებს საქართელოს, რომ დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, სინამდვილეში მოგვიწოდებს ჩვენ, რომ შევიდეთ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკში, - ამბობს პაპუაშვილი.