შალვას პაპუაშვილი ჰიბრიდული ომის წარმოებაში ოპოზიციას, მედიასა და NGO-ებს ადანაშაულებს
„გადაშალეთ ნებისმიერი სახელმძღანელო ჰიბრუდული ომის ტაქტკები როგორ გამოიყენება და ზუსტად ნახავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ზუსტად იგივე ტაქტიკით მოქმედებს ოპოზიცია და რამდენიმე NGO,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯგომარემ გააკეთა.
როგორც ჩანს, ქართული ოცნება მორიგ შტურმს იწყებს კრიტიკულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ამჯერად, მმართველი გუნდი რუსეთში სახმედრო გადატრიალების მცდელობაზე არსებულ გამოხმაურებებს იყენებს თავდასხმის საბაბად.
პაპუაშვილი არ მოერიდა "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციაზე იერიშის მიტანისგან და აღნიშნა, რომ ჟურნალისტები სოციალურ ქსელში ტყუილ ინფორმაციას ავრცელებდნენ საქართელოს საზღვართან რუსეთი მოქალაქეების დიდი რაოდენობით გამოჩენასთან დაკავშირებით.
იყო კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს ერაღაც კავშირებ იყო, იყო პანიკის შექმნის მცდელობა, რომ მოაწყდნენ თითქოს ჩვენს საზღვარს, მათ შორის ამაში ჩაღტული იყვნენ ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციები, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის წარმომადგენლები,“ - ამბობს პაპუაშვილი.