საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიში არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის - კალაძე
„საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიში არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის," - ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
თბილისის მერი უსაფრთხოების საბჭოს არმოწვევის ირგვლივ სახელისუფლებო გუნდის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, მოიწვევს თუ არა საბჭოს სხდომას.
კალაძე აკრიტიკებს ყველას, ვინც რუსეთში დაწყებული არეულობის შემდეგ აქარტელოს მთავარობა უმოქმედობის გამო გააკრიტიკა.
როდესაც არის გამოწვევები მსოფლიოში, რეგიონში, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პირველ რიგში, იყოს სწორი, უტყუარი ინფორმაცია საკითხებთან მიმართებაში. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს მოწვევა-არმოწვევას, ამ გადაწყვეტილებასაც, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი იღებს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა ინფორმაციაც შემოდის შესაბამისი სამსახურების მხრიდან. რა თქმა უნდა, ყოველთვის, რა რთული მდგომარეობაც არ უნდა იყოს, იქნება გატარებული ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები პირველ რიგში. სამარცხვინო იყო ის განცხადებები და თუნდაც სოციალურ მედიაში გავრცელებული სტატუსები კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან, კიდევ ერთხელ დარწმუნდა საზოგადოება იმაში, რომ ეს ადამიანები და პოლიტიკური დაჯგუფებები ძალიან საშიში არიან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის," - განაცხადა კალაძემ.