"ოცნების" მესიჯბოქსი - კალაძე ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მიერთება ქართველ ხალხს "დააზიანებს"

26.06.23 15:10
"ოცნების" მესიჯბოქსი - კალაძე ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მიერთება ქართველ ხალხს "დააზიანებს"

რატომ არ უერთდება საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - კახა კალაძეი ირწმუნება, რომ ეს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. დედაქალაქის მერის მტკიცებით, ამით ქვეყნის ეკონომიკა იზარალებს, რაც თავის მხრივ გავლენას რიგით მოქალაქეებზე იქონიებს. 

ჩვენ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით და ამას აქვს ერთადერთი მიზანი: ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს და ჩვენი ხალხის ინტერესს. არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც, თავიდანვე ვიცით, დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებითვის და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეზე, გლეხზე, რომელიც 24 საათიან რეჟიმში შრომობს, მუშაობს, ქმნის რაღაცას, პროდუქტს იმისთვის, რომ შემდეგ მოახდინოს მისი რეალიზება და რატომ უნდა შევუშალოთ, პირობითად ვიძახი, მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე?, - ამბობს კალაძე. 

მსგავსი სიახლეები