"ოცნებამ" სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა
"ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს, დიმიტრი ჯაფარიძესა და გიორგი ბაქრაძეს მხარი არ დაუჭირა.
როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძე განაცხადა, საჭიროა, წარდგენამდე წინასწარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს.
წარმოდგენილი კანდიდატების კომპეტენციის მიმართ ეჭვი არავის აქვს. კანდიდატი შეიძლება იყოს ძალიან ნიჭიერი და მაგარი, მაგრამ შეიძლება იყოს ლიბერალი ან კონსერვატორი, შეიძლება იყოს რუსეთის ან ევროპის მომხრე - ყველა შეიძლება ავირჩიოთ?! ამას მე ზოგადად ვამბობ,კონსულტაციებია საჭირო! კონსტიტუციაში არც ის წერია, რომ ვისაც პრეზიდენტი წარმოადგენს, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.