რეპრესიული კანონი კლინიკებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის

26.06.23 15:17
რეპრესიული კანონი კლინიკებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე მიდის

ჯანდაცვის სამინისტრო დათმობაზე წავიდა - რესპრესიულ კანონპროეტში დამატება შეაქვთ და სამართლოს ფილტრი ჩნდება. ეს ნიშნავს, იმას რომ კლინიკებსა და ფარმაცევტულ ქარხნებში შესვლის პარალელურად, ინფორმაცია მივა სასამართლოში.

სამედიცინო სექტორისთვის ეს საკმარისი არ არის. ძველი წესი მინისტრს უფლებას აძლევდა სასამართლოს გარე დაეხურა ან საქმინაობა შეეჩერებინა საავადმყოფოებისთვის.  

რეგულირების სააგენტოს სჭრიდება, სწრაფად შევიდეს ობიექტზე, დახვდეს იქ ობიექტური სურათი წინასწარი შეტყობინების გარეშე. ამ შემთხვევაში, ახალი დაზუსტებული პროცედურა შემდეგი სახის გახლავთ - მარეგულირებელი შედის დაწესებულებაში, ამის პარალელურად, ატყობინებს სასამართლოს, რომ შევიდა დაწესებულებაში და ითხოვს მისგან დადასტურებას და ეს უნდა მიიღოს 72 საათიოს განმავლობაში. პრობლემურ ნაწილში სადაო თანხის გაცემა გაიყინოს, ვიდრე ეს დავა განიხილება ან სასამართლოს მიერ ან მხარეთა შეთანხმებით დასრულდება და ამის მერე მოხდება ამ თანხის განკარგვა, როგორც დადასტურდება იმის შესაბამისად,“ - განმარტავს თამარ გაბუნია.

კლინიკის ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ სამინისტროს თანამშრომლებს მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. ამბობს, რომ ბევრი კითხვა აქვს, მათ შორის იმ სცენარზე, როგორ უნდა იმოქმედოს კლინიკამ, როდესაც რეგულირების სააგენტო მათ კლინიკაში შევა.

მსგავსი სიახლეები