რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებამ შესაძლოა, ქვეყანა კოლაფსამდე მიიყვანოს - დავით სიხარულიძე
პარტია "დროას" წევრი დავით სიხარულიძე ფიქრობს, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებულებამ ქვეყანა შესაძლოა, კოლაფსამდე მიიყვანოს. ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთი ყოველთვის იყენებს ვაჭრობას იმისთვის, რომ სხვა ქვეყნების სტაბილურობას ძირი გამოუთხაროს.
ჩვენ დღეს ვხედავთ, როგორ მაღალი ხდება დამოკიდებულება რუსულ ეკონომიკაზე, რაც საბოლოო ჯამში, რამაც შესაძლოა კოლაფსამდე მიიყვანოს ქართული ეკონომიკა იმიტომ, რომ რუსეთი ყოველთვის იყენებს ვაჭრობას და ფინანსებს იმისათვის, რომ ძირი გამოუთხაროს სხვა ქვეყნების სტაბილურობას და სახელმწიფოებრიობას. ჩვენი იმ სანქციებთან არშეერთება ქმნის სხვა საკითხებთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ასევე საფრთხეს იმისთვის, რომ შესაძლოა, გაიზარდოს რისკები ჩვენი ქვეყნის იურისდიქციების გამოყენებისა ამ სანქციების გვერდის ასავლელად, - ელჩი.