პრეზიდენტი ურჩობს, ჯიუტობს, თან მოგვატყუა რამდენჯერმე - ირაკლი ზარქუა
"ქართული ოცნების" იერიში პრეზიდენტზე - მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილს გადაგდებაში ადანაშაულებს.
განცხადება პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ირაკლი ზარქუამ გააკეთა
"პრეზიდენტი, როცა ურჩობს, ჯიუტობს, თან მოგვატყუა რამდენჯერმე და მერე ჩემი "ხოში" მაქვს, წარმოგიდგინეთ და რაც გინდათ ის ქენით ამას არ გავუტარებთ.
ჩვენ ქალბატონ სალომემ რა გადაწყვეტილებებიც (მიიღო) არ გამიკრიტიკებია არაფერზე, პატივს ვცემთ იმიტომ, რომ მისი უფლებამოსილებაა და კი ბატონო" - ამბობს ირაკლი ზარქუა.