ბრახუნი მაგიდებზე და კამათი პარლამენტში - დეპუტატებს სიტყვით გამოსვლა "ოცნების" მომღერლებმა შეაწყვეტინეს
„როგორ შეიძლება ნიკოლშოუს უთხრა, შენ ვის დაკარგვიხარო? კიდე გიმეორებ - გია მაჭარაშვილს ვაჟას დაუძახებ, ჯემალ სეფიაშვილს აკაკის და თუ არ ერკვევი საქმეში, გაჩერდი მაინც, შე კაი კაცო,“ - პარლამენტში კულტურის კომიტეტზე დაპირისპირება და მწვავე კამათი გრძელდება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სიტყვით გამოსვლა რამდენჯერმე შეაყვეტინეს „ქართული ოცნების“ მიერ მიყვანილმა მომღერლებმა. გირჩის წევრის კითხვები და ქართული ოცნების მიმართ კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა მომღერლებისთვის და იმ მიზნით, რომ სიტყვით გამოსვლისთვის ხელი შეეშალათ, მაგიდაზე ბრახუნი დაიწყეს.
პოზიციის გამო თავდასხმა, რომ არავის შემოქმედებას არ აკრიტიკებ, შეურაცხყოფას არ აყენებ, პარლამენტის წევრი ზიხარ პარლამენტის დარბაზში და მოდის ხალხი, რომელიც რაც არ უნდა საპატივცემულო იყოს, უბრალოდ, მე რომ ამოგივარდეთ სცენაზე, მიკროფონი წაგართვათ, მოგეწონებოდათ?“ - მიმართა კითხვით იაგო ხვიჩიამ „ოცნების“ მომღერლებს.
ქართული ოცნების დეპუტატმა, რომელიც კანონპროექტს წარადგენს, იაგო ხვიჩია კანონპროექტის არცოდნის გამო გააკრიტიკა.
რომ არ წაგიკითხავთ, ჩანს“ - მიმართა ბაია კვიციანმა იაგო ხვიჩიას
ხვიჩიას თქმით, მთავარი კითხვა და მსჯელობის საგანი სხვა თემა უნდა იყოს და არა ის, რაზეც დღეს საუბრობენ.
სინამდვილეში, კამათი რაზე გვაქვს იცით, რომ ერთი მხარე იძახის, რომ ამ ხალხს ცოტა ფული უნდა მივცეთ, მეორე მხარე იძახის, რომ ბევრი ფული უნდა მივცეთო. სინამდვილეში, რაზე უნდა ვკამათობდეთ, რომ სახელმწიფო უნდა ერეოდეს თუ არა ავტორების საქმიანობაშ, თუ ეს უნდა ხდებოდეს სასამარტლოს მეშვეობით,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე ბაზარზე მხოლოდ ერთი საავტორო უფლებათა ასოციაციაა მოქმედებდა, ახალი კანონით მას კონკურენტიც ეყოლება. კომპანიაა "გერა", რომელიც უკვე შეიქმნა და რომლის კავშირებიც სავარაუდოდ რუსეთზე გადის.