სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანი თბილისშია
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანი თბილისშია. ის შეხვედრებს მთავრობის წარმომადგენლებთან ხვალიდან გამართავს.
მის გარდა, თბილისში ჩამოდის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ობრაიენი. ასევე, თბილისში დღის ბოლოს ჩამოვა გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.
ისინი პრემიერთან და ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრებს გეგმავენ. ვიზიტი ორდღიანი იქნება. სპეცმისია საქართველოში დღეს, დღის მეორე ნახევარში ჩამოვა.
ობრაიენი სახლმწიფო დეპარტამენტის ის მაღალჩინოსანია, ვინც აგრესორი რუსეთის ელექტრონული საქონლით მომარაგება რუსული რულეტის თამაშს შეადარა.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი ევროკავშირის და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ბოლო გაფრთხილება იქნება, არ დაეხმაროს რუსეთს სანქციებისგან გვერდის ავლაში.