მიიღებს თუ არა საქართველოს მთავრობა მკაცრ გაფრთხილებას სანქციების საკითხების სპეცწარმომადგენლებისგან - ეკონომიკის მინისტრის მოლოდინი
მიიღებს თუ არა საქართველოს მთავრობა მკაცრ გაფრთხილებას სანქციების საკითხებში ევროკავშირისა და ამერიკელი მაღალჩინოსნების მხრიდან - ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირწმუნება, რომ შეხვედრაზე ქართული მხარე პოზიტიურ გზავნილებს ელოდება.
ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და პრევენციას ახდენენ სანქცირებული ტვირთების რუსეთში მოხვედრასთან დაკავშირებით.
ამ კუთხით საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-ისთვის, ბრიტანეთისთვის. ჩვენ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით მცდელობის. მათ შორის, ჩვენ არ წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნების მიმართ - პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემტხვევაში ერისკებნ არსებობს ამ ქწვქ2ყნებიდან სანქცირებული ტვირთის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობების კუთხით და აქ საქარტველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. ასევე მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და აქაც საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის ურთიერთგაცვლის კუთხით. ალბათ, მივიღებთ კიდევ ერთხელ მხარდაჭერას ჩვენი პარტნირეობის მხრიდან, თუ როგორ მაღალ დონეზე ახდენენ მხარდაჭერას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები იმ ნაწილში, რომ არ მოხდეს სანქციებიდან გვერდის ავლა,“ - ამბობს ლევან დავითაშვილი.