დენდროლოგიური პარკის მფლობელი ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძე გახდა
დენდროლოგიური პარკის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე გახდა. ინფორმაციას publika.ge ავრცელებს. საჯარო რეესტის მონაცემებით, ეკატერინე ხვედელიძეს დენდროლოგიური პარკი შვილმა ბერა ივანიშვილმა 6 ივნისს აჩუქა. ბერა ივანიშვილამდე კი 2016 წლიდან „ურეკი რეიდენსის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს ფლობს „შპს ურეკი რეზიდენსი“. შპს „ურეკი რეზიდენსის“ 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ცოლი – ეკატერინე ხვედელიძეა.
„პუბლიკასთან” საუბრისას შპს „ურეკი რეზიდენსის” დირექტორი პაატა სულაბერიძე ადასტურებს, რომ „პარკს ფლობს „ურეკი რეზიდენსი“ და ის ყველასთვის ღიაა. „პუბლიკის” შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა პარკის ოფიციალური გადაცემა სახელმწიფოსთვის, სულაბერიძე პასუხობს, რომ ჯერჯერობით, არ იგეგმება.