ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დანიშნა

26.06.23 17:37
ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დანიშნა

​ხელვაჩაურის მერმა, ზაზა დიასამიძემ პირველ მოადგილედ ნათლულის მამა, მირიან კვირიტიძე, დაინიშნა. ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს.

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მირიან კვირიტიძის შვილის ნათლიაა. ნათლობის ვიდეო და ფოტოები კვირიტიძეს ფეისბუქშიც აქვს განთავსებული.

ჟურნალისტი დაინტერესდა, "პირველ მოადგილედ დანიშვნა ხომ არ განაპირობა ზაზა დიასამიძესთან ნათელმირონობამ?" - მირიან კვირიტიძე გამოცემას ამგვარად პასუხობს: 

"ასეც რომ იყოს, რა მერე?...რატომ მიიღო ბატონმა ზაზამ ეს გადაწყვეტილება, მე როგორ გეტყვით? არა მგონია, ეს ყოფილიყო მიზეზი. შემომთავაზა და, შესაბამისად, მეც დავთანხმდი. მე მანამდეც ვიყავი მოადგილე და ახლა პირველი მოადგილე გავხდი. დანარჩენზე ჩვენს პრესსამსახურს დაუკავშირდით და თუ რამე გაინტერესებთ, ოფიციალურად მოგაწოდებთ".

მსგავსი სიახლეები