ბუზალაძე უნიჭიერესი მომღერალია, შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო - მდინარაძე

26.06.23 17:48
ბუზალაძე უნიჭიერესი მომღერალია, შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო - მდინარაძე

 ბუზალაძე უნიჭიერესი მომღერალია, შენი ქვეყნის ასეთ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო - ასე ეხმიანება  ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ნუცა ბუზალაძის მიერ რუსეთში სიმღერის შემდეგ საზოგადოებაში გაჩენილ კრიტიკას. 

მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ბუზალაძემ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერა, ამის გამო ბულინგო კი მიუღებელია. 

პირველ რიგში, ნუცა არის უნიჭიერესი მომღერალი და ასეთი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ასეთი შვილების დაბულინგება იმის გამო, რომ მეგობრის დაბადების დღეზე იმღერებენ, არათუ საღ აზრს მოკლებულია, არამედ მიზანმიმართული, ვითომ ტრენდის შემადგენელი ნაწილია და დამაზიანებელია არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანისთვის, არამედ ქვეყნისათვის. შენი ქვეყნის ძალიან ნიჭიერ შვილებს ასე არ უნდა მოეპყრო. ასეთი ბულინგი არ უნდა მოიფიქრო, არ უნდა დააბრალო მას რაღაც. ერთია დაბადების დღეზე სიმღერა რომელიმე ქვეყანაში, თუნდაც ეს ოკუპანტი ქვეყანა იყოს, მეგობართან ჩასვლა, ამის გამო დაბულინგება და მეორეა, რომ ათასჯერ უარესებს არავინ არაფრად არ აგდებს ხოლმე.

მსგავსი სიახლეები