ოპოზიციის განცხადებები სტატუსის მიღებას შეაფერხებს - მამუკა მდინარაძე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციას მიმართავს - მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ "კანდიდატის სტატუსის არმიღება რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგია".
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, "თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მათ ისეთი აზრები აქვთ, რომ ეს არის ოპოზიციისთვის დამანგრეველი".
პრინციპში, ერთ რამეში უნდა დავეთანხმოთ - იმ სიტყვებში არა, როგორც ამ თემასთან დაკავშირებით საუბრობენ, მაგრამ უნდა დავეთანხმოთ იმაში, რომ თუ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მათ ისეთი აზრები აქვთ, რომ ეს არის ოპოზიციისთვის დამანგრეველი. გარკვეული სერიოზული პლუსი იქნება ეს მმართველი გუნდისთვის, ჩვენ სუბიექტურადაც გვაწყობს, გარდა იმისა, რომ სამშობლო უყვარს ადამიანს, მმართველ გუნდს, როდესაც ხელისუფლების და მისი მმართველობის პირობებში იღებს ქვეყანა კანდიდატის სტატუსს, სუბიექტურადაც აწყობს ეს ამბავი. ასევე სუბიექტურად, არ დავაბრალოთ ქვეყნის არსიყვარული არავის, ოპოზიციას შეიძლება არ აწყობდეს კანდიდატის სტატუსის მიღება იქიდან გამომდინარე, რომ მმართველი გუნდის დაზიანების და ოპონირების ნაკლები საშუალებს ექნება. რა სიტყვები არ უნდა თქვან, მოგვეწონება ჩვენ ეს, თუ არ მოგვეწონება, გვინდა მათ მოვუწოდოთ, რომ ეს არ არის მარტო მმართველი გუნდის მიერ მიღებული სერიოზული სარგებელი. იმ გზაზე, რომელიც ჩვენ გაცხადებული გვაქვს და კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი, ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის მონაპოვარი"- თქვა მდინარაძემ.
მან ოპოზიციის მისამართით თქვა, რომ "სტატუსის მიღებას არ შეუშინდნენ":
ქართველი ხალხის მონაპოვარია, თუკი ამ ქვეყანაში რაიმე პროგრესული ცვლილება არსებობს. აქედან გამომიდინარე, მოვუწოდებ, ნუ შეუშინდებიან კანდიდატის სტატუსის მიღებას. რამენაირად ყველამ უნდა შევძლოთ, რომ ამ ყველაფრის ირგვლივ გავერთიანდეთ. მათ მხრიდან გახმოვანებული ნეგატიური დღის წესრიგი აფერხებს კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამას უნდა შევხედოთ თავლებში და პირდაპირ უნდა ვთქვათ, თუკი ქვეყანაში რადიკალური ოპოზიცია იმისთვის მუშაობს, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, შეიძლება ამან ხელი ვერ შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ შემაფერხებელი გარემოება ბუნებრივად არის. ამიტომ, უნდა შევძლოთ საკუთარ თავზე მაღლა დავდგეთ“,- განაცხადა მდინარაძემ.