ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილება - "ქართული ოცნება" პრეზიდენტისგან ვეტოს ელოდება

26.06.23 18:13
ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილება - "ქართული ოცნება" პრეზიდენტისგან ვეტოს ელოდება

"ქართული ოცნება" ვეტოს მოლოდინში - მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ "საარჩევნო კოდექსში" შესულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაატოს. საპარლამენტო უმრავლესობამ შეცვალა კოდექსი და ახალი ვერსიით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს ასარჩევად პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.

მოლოდინი ალბათ, უფრო მგონია, რომ დაადებს ვეტოს,  თუმცა, წინასწარ ამაზე ნუ ვიმსჯელებთ. ხშირი შემტხვევები დაფიქსირდა ამ ბოლო დროს, რომ თუ ასე მოხდა, ასე ვიმოქმედებთ. ვარაუდი არის, რომ ვეტოს გამოიყენებს, თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსად დღეს მოქმედი წესი არ მუშაობს, არცერთ ევროპულ ქვეყანას ანალოგიური სტანდარტი ცესკოს წესის დაკომპლექტების არ გააჩნია. რაც უპრეცენდენტოა მსოფლიოში, რატომაა საქართველოში მისაღები, ამის არგუმენტაციის წარმოდგენა გაუჭირდება ნებისმიერს, გინდა პრეზიდენტი იყოს ან კვალიფიციური იურისტი,“ - ამბობს მამუკა მდინარაძე.


მესამე მოსმენით მხარდაჭერილი კანონის პროექტების თანახმად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს. ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს კი პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატები პარლამენტს ასარჩევად პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს, რომელიც მანამდე საკონკურსო კომისიას ქმნის და აცხადებს კონკურსს. 

ცესკოს დაკომპლექტების მოქმედი მოდელი შარლ მიშელის შეთანხმების ნაწილია.

 

მსგავსი სიახლეები