პუტინის ხელისუფლება აგონიაშია... პუტინი ცდილობს აჩვენოს ყველას, რომ მე თუ არ ვიქნები, იქნება უარესი - რუსეთის დუმის ყოფილი წევრი

26.06.23 18:46
პუტინის ხელისუფლება აგონიაშია... პუტინი ცდილობს აჩვენოს ყველას, რომ მე თუ არ ვიქნები, იქნება უარესი - რუსეთის დუმის ყოფილი წევრი

„პუტინის ხელისუფლება აგონიაშია, ეს აგონიის ფინალური ნაწილია,“ - ასე აფასებს რუსეთის დუმის ყოფილი წევრი ილია პანამარიოვი დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში რუსეთში მიმდინარე მოვლენებს.

პანამარიოვის შეფასებით, რუსეთში რღვევაა დაწყებული და ამაზე მეტყველებს ის კადრებიც, რომელიც საზოგადოებამ იხილა - როგორ შეძლო პრიგოჟინმა რუსეთის საზღვრის კვეთა ყოველგვარი შეფერხების გარეშე. პანამარიოვი დარწმუნებულია, რომ ამბოხების შესახებ ინფორმაციას პუტინი ფლობდა.

ეს რომ დასაწყისია, ეს ნამდვილად ასეა. მაგალითად, რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფები, რომლებიც იბრძვიან რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე, მათი პოზიცია ჩვენ არ მოგვისმენია. რეალურად რასთან გვაქვს საქმე - პუტინის ხელისუფლება აგონიაშია, ეს აგონიის ფინალური ნაწილია, წავიდა შლის პროცესი, მოსკოვს აღარ შეუძლია აკონტროლოს მისი კუთვნილი ტერიტორიები,“ - ამბობს პანამარიოვი.

რუსეთის ყოფილი დუმის დეპუტატის თქმით, ახლა საინტერესოა, რას იზამს პუტინი - როგორ შეძლებს ძალაუფლების შენარჩუნებას. პანამარიოვი პუტინის სავარაუდო გათვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი კონფლიქტის გაყინვას შეეცდება და ამ ფონზე ეცდება საკუთარი ძალაუფლება გაიმყაროს რუსეთში.

თქვენ არ მიგიფურთხებიათ პრიგოჟინისთვის, რატომ ინტერესდებით მისი ბედით, ამ შემთხვევასი მნიშვნელოვანია პუტინის ბედი - ვფიქრობ, რომ პრიგოჯინი ახლა ძალიან კარგად წავა, ის წავა აფრიკაში, ბევრ ფულს იშოვის, მაგრამ რას იზამს ვლადიმერ პუტინი, მისი ძალაუფლება და მისი სიცოცხლე ახლა ბეწვზე კიდია... პუტინი ახლა ზის გემში, რომელიც იძირება, მას ახლა ერთადერთი იმედი აქვს, რომ სხვა მასზე ადრე ჩაიძირება. რატო დაუშვა პუტინმა ეს ამბოხება? მან სცადა ალბათ, შეეშინებინა ამერიკელები, რომ პუტინის შემცვლელი იქნება მასზე უფრო უარესი, მაგრამ ეს ახლა რეალურად არ ჭრის, ის ახლა ცდილობს აჩვენოს ყველას, რომ მე თუ არ ვიქნები, იქნება უარესი, მაგრამ მითი პუტინის დაუმარცხებლობაზე, უძლეველობაზე ჩამოიმსხვრა... რუსეთს ეშინია სამოქალაქო ომის, რადგან ბირთული მოწყობილობა შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალების ხელში, რომლებიც სრულიად უკონტროლოები არიან და შეიძლება ამის გამო ვაჭრობა გაამყაროს. დასავლეთს ეშინია რუსეთის დაშლია, იმიტომ, რომ თუ რუსეთი დაიშლება, მაგალიტად, ასე ფიქრობენ უკრაინელები, რომ ჩინეთი წაიღებს ციმბირს და აქედან გამომდინარე, დასავლეთი ამას აცნობიერებს. ახლა ვცდილობთ გადავლახოთ დასავლეთის ეს შიშები, რომლებიც ჩააბეტონა პუტინმა, მაგრამ ჩვენ მას მაინც მოვუგებთ,“ - განაცხადა პანამარიოვმა.

მსგავსი სიახლეები