2-დღიანი გაუჩინარების შემდეგ სახელმწიფო ამბოხში ბრალდებული "ვაგნერის" ხელმძღვანელი პირველ განცხადებას ავრცელებს

26.06.23 19:06
2-დღიანი გაუჩინარების შემდეგ სახელმწიფო ამბოხში ბრალდებული "ვაგნერის" ხელმძღვანელი პირველ განცხადებას ავრცელებს

რა იყო სამართლიანობის მარშის მიზანი?  - 2-დღიანი გაუჩინარების შემდეგ სახელმწიფო ამბოხში ბრალდებული "ვაგნერის" ხელმძღვანელი პირველ განცხადებას ავრცელებს.

პრიგოჟინი აუდიომიმართვაში განმარტავს, რა მიზანი ჰქონდა " ვაგნერს", როდესაც გეზი მოსკოვისკენ აიღეს - პუტინთან დაპირისპირებული გენერალი აცხადებს, რომ მას პროტესტის დაფიქსირება უნდოდა და არა ხელისუფლების დამხობა. ირკვევა, რომ უკან დახევის დროს ვაგნერის ხელმძღვანელს კავშირი ჰქონდა ბელორუსის პრეზიდეტნთან ლუკაშენკოსთან.

პრიგოჟინი ამბობს, რომ "ვაგნერის" დანაყოფის გაუქმება და რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაერთიანება უნდოდათ.

რა იყო სამართლიანობის მარშის მიზანი? ვაგნერი არის ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანი დანაყოფი რუსეთში, მოტივირებული შეიარაღებილი მებრძოლები, რომელსაც შესრულებული აქვთ უამრავი დავალება. ეს დავალებები სულ რუსეთის ინტერესებს ემსახურებოდა მთელ მსოფლიოში. ბოლო პერიოდში ამ დანაყოფმა დიდ წარმატებას მიაღწია უკრაინაში. ინტრიგების შედეგად, ამ დანაყოფს უნდა შეეწყვიტა არსებობა 2023 წლის პირველი ივლისიდან. შეიკრიბა სამხედრო მეთაურების საბჭო და არცერთი მებრძოლი არ დათანხმდა გაეფორმებიმა კონტრაქტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან. იმიტომ, რომ ყველა კარგად ხვდება, რომ ეს გამოიწვევს ვაგნერის ბრძოლისუნარიანობის სრულ დაქვეითებას. ვაგნერის გაუქმების და ჩვენი თავდაცვის სამინისტროში გაერთიანების გადაწყვეტილება, ყველაზე არახელსაყრელ დროს იყო მიღებული. ჩვენ გვქონდა დაწყებული მზადება, რომ თუ გადაწყვეტილება არ შეიცვლებოდა ჩავსულიყავით როსტოვში და მძიმე ტექნიკა დემონსტრაციულად გადაგვეცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის. იმის მოუხედავად, რომ წინააღმდეგობა არ გაგვიწევია, ჩვენ დაგვბომბეს. ეს იყო მიზეზი, რის გამოც სამხედრო მეთაურობამ მიიღო სამართლიანობის მარშის გადაწყვეტილება. ერთი კოლონა როსტოვის, მეორე კი მოსკოვის მომართულებით მიდიოდა, ერთ დღე-ღამეში 780 კილომეტრი გავიარეთ, არც ერთი ჯარისკაცის ლილვიდაცია არ მომხდარა. ჩვენ ვწუხვართ ომის გამო რომ მოგვიწია იერიშის მიტანა ავიაციაზე. ეს იმიტომ, რომ ისინი გვბომბავდნენ ჩვენ. 200-მდე კილომეტრი გვრჩებოდა მოსკოვამდე. ჩვენ მოვახდინეთ ყველა სამხედრო ნაწილის განიარაღება, რომელიც გზად შეგხვდა და გადავლახეთ ყველა წინააღმდეგობა. არავინ მომკვდარა. სამართლიანობის მარშის მიზანი იყო არ დაგვეშვა ვაგნერის ლიკვიდაცია და მოგვეთხოვა იმ ადამიანების პასუხოსგებაში მიცემა, ვინც არაპროფესიონალური მოქმედებებით დაუშვეს უდიდესი შეცდომა. ამას ითხოვდა ჩვენგან ხალხი და სამხედროები. ყველა სამხედრო, რომელიც გზად გვხვდებოდა გვიჭერდა მხარს. ჩვენ გავჩერდით მაშინ, როდესაც მოსკოვის მისადგომებთან დაგვხვდა ბატალიონი, რომელმაც არტილერია მოამზადა და იყო სისხლისღვრის საფრთხე. რატომ მოვტრიალდით, იყო ორი მიზეზი: პირველი, ჩვენ არ გვინდოდა რუსული სისხლოს დაღვრა და მეორე, ჩვენ მივდიოდით ჩვენი პროტესტის დასაფიქსირებლად და არა ხელისუფლების დასამხობად. ამ დროს ლუკაშენკომ ხელი გამომიწოდა და შემომთავაზა გვეპოვა ერთობლივი საშუალებები ვაგნერის არსებობის გასაგრძელებლად, რომელიც იქნებოდა კანონის ჩარჩოებში მოქცეული. ჩვენმა მარშმა ბევრი ისეთი ამბავი გამოააშკარავა, რაზეც ადრე ვლაპარაკობდით," - ავრცელებს პრიგოჟინი.

პრიგოჟინი ამბობს, რომ ვაგნერელებმა აჩვენეს მზაობა, როგორი უნდა იყოს რუსული ჯარი - ამტკიცებს, რომ მისი დანაყოფის მსგავსად მომზადებულები რომ ყოფილიყვნენ რუსული ჯარები, კიევს ერთ დღე-ღამეში აიღებდნენ.

ჩვენ დავბლოკეთ სამხედრო ნაწილები - აეროდრომები, რომელიც გზად გვხვდებოდა, ერთ დღე-ღამეში ჩვენ გავიარეთ ზუსტად ის მანძილი, რაც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 24 თებერვალს დისლოკაციის ადგილიდან უკრაინაში შესასვლელად დასჭირდათ. 24 თებერვალს, კიევზე იერიში ისეთ მომზადებულ დანაყოფს, რომ მიეტანა როგორიც ვაგნერია, უკრაინაში ეს სპეცოპერაცია ერთ დღეში დასრულდებოდა. ჩვენ ვაჩვენეთ მომზადების დონე, რომელიც უნდა ჰქონდეს რუსულ ჯარს. მშვიდობიანი მოქალაქეები, როდესაც ჩვენ მოსკოვისკენ მივდიოდით დროშებით გვხვდებოდნენ და ვაგნერის ლოგოებით ისინი ბედნიერები იყვნენ, როდესაც ჩვენ გვხედავდნენ. ბევრი მათგანი ამ დრომდე მადლიერების სიტყვებს გვწერს და არიან იმედგაცრუებულები ჩვენი გაჩერებით, იმიტომ რომ სამართლიანობის მარშში ისინი ხედავდნენ ბრძოლის მხარდაჭერას," - ამბობს პრიგოჟინი.

მსგავსი სიახლეები