მძიმე საათები „ოცნებისთვის“ - აშშ-მ, EU-მ და ბრიტანეთმა საქართველოში საგანგებო მისია გამოაგზავნეს

26.06.23 20:08
მძიმე საათები „ოცნებისთვის“ - აშშ-მ,  EU-მ და ბრიტანეთმა საქართველოში საგანგებო მისია გამოაგზავნეს

საქართველოს მთავრობის გაფრთხილებების შემდეგ დასავლეთი მოქმედებაზე გადადის. ევროკავშირმა, შტატებმა და დიდმა ბრიტნეთმა თბილისში საგანგებო მისია გამოაგზავნეს. ხალხი, ვინც მსოფლიოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესრულებას აკონტროლებს, თბილისშია. ობრაიანი, სალივანი და აიერი, ბაიდენის,  სუნაკის და მიშელის გუნდის სამივე მაღალჩნოსანი ხვალ ღარიბშვილის პირისპირ იჯდება და "ოცნების" პრემიერს მათთვის მოუწევს ახსნა, რატომ ეხმარება საქართველო რუსეთს. 

მთავრობის გარდა ხვალ ჩანიშნულია შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან. შოთაძის უწყებისგან დასაველეთის სანქციების ჯგუფს როგორც ჩანს სანქციების გვერდის ავლის შესახებ კონკრეტული მოთხოვნები ექნება.

 აშშ-ს საელჩო კი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით ძალისხმევის გაძლიერებას ელოდება. 

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები