„ოცნების“ სკანდალი - პოლიტდევნილად აღიარებული ლევან მამალაძე ლუგანსკელ სეპარატისტებთან კავშირშია მხილებული
საქართველოს ხელისუფლების დიდი სკანდალი - „ ქართული ოცნების“ მიერ პოლიტდევნილად აღიარებული ლევან მამალაძე ლუგანსკელ სეპარატისტებთან კავშირშია მხილებული. შევარდნაძის მთავრობის მაღაჩინოსანი რუსეთს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციაში ეხმარებოდა. „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით დადგენილია, რომ მამალაძე ფლობს ყალბ პასპორტს ლევ მოგილევსკის სახელზე, რითაც სარგებლობდა სეპარატისტებთან მოლაპარაკებების დროს. დოკუმენტი 2004 წელს არის გაცემული და მასზე შევარდნაძის მთავარობის მაღალჩინოსნის ლევან მამალაძის ფოტოა დატანილი.
ეს ის პერიოდია, როცა სეპარატისტებმა რეფერენდუმი ჩაატარეს და ლუგანსკის დამოუკიდებლობა მოითხოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამალაძე ამ დროს აქტიურად თანამშრომლობდა რეფერენდუმის ორგანიზატორებთან და რუსეთის სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა. სეპარატისტებთან კავშირში მხილებული მამალაძე კი 2021 წელს ე.წ კოვიდამნისტირებულთა ცხრა კაციან სიაში მოხვდა. არსებობს დასაბუთებული ეჭვი,რომ სია პარლამენტმა სპეციალურად მისთვის მოამზადა.
რის სანაცვლოდ შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ მამალაძის წინააღმდეგ უმძიმეს საქმეებზე გამოძიება და რატომ მისცა ქვეყანაში დაბრუნების უფლება?
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.