რატომ დაიძრა მოსკოვისკენ და რატომ გაბრუნდა უკან - პრიგოჟინი დუმილს არღვევს
პრიგოჟინი დუმილს არღვევს. "ვაგნერის" მეთაური ორდღიანი გაუჩინარების შემდეგ პირველად გამოჩნდა. ათწუთიან აუდიოფაილში ხსნის ყველა იმ მიზეზს, რატომ დაიძრა მოსკოვისკენ და შემდეგ რატომ გაბრუნდა უკან.
სამხედრო დანაყოფის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი არა ხელისუფლების დამხობა და სისხლისღვრა იყო, არამედ, უნდოდა ეჩვენებინა ყველასთვის, როგორი სუსტია რუსეთი და რომ ქვეყანას, პრაქტიკულად, ჯარი არ ჰყავს.
დედაქალაქის მისადგომებთან მყოფმა პრიგოჟინმა ლუკშანეკოს შეთავაზება მიიღო. ვაგნერელების მეთაური ამბობს, რომ მან და ბელარუსიის პრეზიდენტმა "ვაგნერის" გადარჩენის მიზნით უნდა ითანამშროლონ. ამით სამხედრო დანაყოფის მეთაურმა დაადასტურა, რომ თავს სწორედ ბელარუსს აფარებს.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.