„სულელი, ამორალური, უზრდელი“ - ხმაური და დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

26.06.23 20:28
„სულელი, ამორალური, უზრდელი“ - ხმაური და დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

„სულელი, ამორალური, ბოდავს, შეურაცხყოფილი ხართ დაბადებიდან“ - იაგო ხვიჩია გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ. დეპუტატები ერთმანეთს კომიტეტის სხდომაზე დაუპირისპირდნენ, სადაც საავტორო უფლებების შესახებ კანონში ხმაურიან ცვლილებებს განიხილავდნენ. არ დააყოვნა პასუხმაც: „გაუნათლებელი, უზრდელი ხარ“, - მიმართა ვაშაძემ ხვიჩიას.

მთელი სხდომა დაპირისპირებით მიმდინარეობდა.  იყო მაგიდაზე ხელების ბრახუნიც. აბრახუნებდნენ  „ოცნების“ მიერ კომიტეტის სხდომაზე საგანგებოდ მიყვანილი მომღერლები, რომლებიც  ამ ფორმით აწყვეტინებდნენ სიტყვით გამოსვლას  ოპოზიციის დეპუტატებს.  

რატომ  გამოიწვია ვნებათაღელვა  ამ პროექტმა? მისი   დამტკიცების შემთხვევაში  ქართულ ბაზარზე დაუშვებენ რუსული „რაოს“ შვილობილ კომპანიას „გერას“ და ამ გზით რუსეთი, პრაქტიკულად, ლეგალურად შეძლებს  კულტურის სფეროც გააკონტროლოს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები