პრემიერის მეუღლის მამიდა, ბიძა, კლასელები - დედოფლისწყარო პრემიერის ნათესავებმა დაიპყრეს
ღარიბაშვილ-თამაზაშვილის სამფლობელო - დედოფლისწყარო უკვე წლებია პრემიერის სანათესაოს აქვს დაპყრობილი. პრემიერის მეუღლის მამიდა, ბიძა, კლასელები - ეს ხალხი რაიონში შეუცვლელი კადრებია. პირველი ლედი თავის ახლობლებს ბიუჯეტის ხარჯზე აცხოვრებს.
შაბათის ეთერში გასული რეპორტაჟის შემდეგ „ქართული ოცნება“ ნუნუკა თამაზაშვილის დაცვის სადარაჯოზე დადგა. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ პრემიერის მეუღლე საკუთარ სტატუსს პასუხისმგებლობით უდგება. მმართველი გუნდისთვის არაფერს ნიშნავს, რომ თამაზაშვილის უახლოესი გარემოცვა თითქმის 10 წელია ადგილობრივ თვითმართველობაში მაღალ თანამდებობებს იკავებს, მისი მეგობრები კი დედოფლისწყაროს მიწებს ჩალის ფასად ყიდულობენ. ფაქტია, რომ მთელი რაიონი პრემიერის სამფლობელოდ იქცა, სადაც მხოლოდ ორი გვარი ბატონობს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.