სანქციების ჯგუფის შეფებმა თბილისში შეხვდრები დაიწყეს
სანქციების ჯგუფის შეფებმა თბილისში შეხვდრები დაიწყეს. პრეზიდენტ ბაიდენის, პრემიერ სუნაკის და ევოკავშირის წარმოამდგენლები, რომლებიც მთელს მსოფლიოში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესრულებას აკონტროლობენ, საქრათველოში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.
"მათი აქ ჩამოსვლა, შეხვედრების ჩანიშვნა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან, ისე ბიზნეს-სექტორთან, ნიშნავს იმას, რომ საქართელო მათთვის მოიაზრება, როგორც მყარი პარტნიორი და საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ ჩვენზე". - ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.
ცნობისთვის, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებაში, რომელიც ვიზიტის დაწყებამდე გავრცელდა, წერია რომ „ველოდებით ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით.“ ეს განცხადება კი აჩენს განცდას, რომ სპეციალური მისია საქართვლოსგან დღეს რუსეთისაკენ მიმავალ ტვირთებზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს. პრემიერი ღარიბაშვილის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ბიზნესის შემდეგ, ო ბრაიანი, სალივანი და აიერი გენერალურ პროკურორსაც შეხვდებიან.