ოპოზიცია ქვეყნის დასაქცირებას ითხოვს - პაპუაშვილი
ოპოზიცია ისევ ანტისახელმწიფოებრივ ქმდებებშია ბრალდებული - პაპუაშვილის თქმით, ქვეყნის დასაქცირებას ოპოზიცია ითხოვს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ სანქციების ჯგუფის შეფების თბილისში ვიზიტი დაადასტურებს იმას, რომ სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ ყოფილა და აღნიშნული ვიზიტი მხოლოდ მხარდაჭერის ფორმატს ითვალისწინებს.
პაპუაშვილის თქმით, ოპოზიცია ქვეყნის დასანქცირებისთვის იბრძვის, რადგან საკუთარი ქვეყანა არ უყვარს.
რაც შეეხება ოპოზიციას, ეს არის ნაწილი ჰიბრიდული ომის ტაქტიკებისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიცია იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. პრობლემა ეს არის ჩვენ ოპოზიციაში, მათ უბრალოდ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ და აქედან მოდის ყველა დანარჩენი პრობლემა, რომ დაგვასანქცირეთ, რაიმე ცუდი გვიქენით, დაგვჩაგრეთ, ეს დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას საკუთარი ქვეყნის მიმართ, იმიტომ, რომ ფიქრობენ, რომ ამით იქნებ რამენაირად დააზიანონ ხელისუფლება. რაც შეეხება ვიზიტს, ეს არის საკითხი ვინაიდან სანქციებთან დაკავშირებით კომუნიკაცია მნიშვნელოვანი არის. ერთადერთი რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ყოველთვის და რაც დასტურდება უკვე წელიწადზე მეტია, რაც სანქციები არის დაწესებული, რომ არცერთი ფაქტი არ არსებობს გვერდის ავლისა და ზუსტად ეს დადასტურდება ამ ვიზიტის დროსაც და კიდევ ერთხელ ეს ვიზიტი არის მხარდაჭერის, - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
სანქციების ჯგუფის შეფებმა თბილისში შეხვდრები დაიწყეს.
ცნობისთვის, რომ ამერიკის საელჩოს განცხადებაში, რომელიც ვიზიტის დაწყებამდე გავრცელდა, წერია რომ „ველოდებით ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით.“ ეს განცხადება კი აჩენს განცდას, რომ სპეციალური მისია საქართვლოსგან დღეს რუსეთისაკენ მიმავალ ტვირთებზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვს. პრემიერი ღარიბაშვილის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის და ბიზნესის შემდეგ, ო ბრაიანი, სალივანი და აიერი გენერალურ პროკურორსაც შეხვდებიან.