მნიშვნელოვანი ამ ვეტოში იყო ის, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი - პაპუაშვილი

27.06.23 11:30
 მნიშვნელოვანი ამ ვეტოში იყო ის, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი - პაპუაშვილი

 მნიშვნელოვანი ამ ვეტოში იყო ის, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც პრეზიდენტმა „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს გუშინ დაადო.

პაპუაშვილი ამბობს, რომ იმის თქმა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, რადგან ის უმრავლესობიდაა, არ შეუძლია მიუკერძოებელი, კვალიფიციური კადრის შერჩევა, ეს  სისტემის არასწორად დანახვაა.

ასე მიდგომა, რომ თითქოს, პარლამენტის თავმჯდომარე, ვინაიდან არჩეული არის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, ის პარტიულ ხაზს ატარებს და არ შეუძლია შეარჩიოს მიუკერძოებელი, კვალიფიციური კადრი, ეს სისტემის არასწორად დანახვაა. მნიშვნელოვანი ამ ვეტოში იყო ის, რომ პრეზიდენტმა გაიზიარა ჩვენი წუხილი, რომ 2/3 არის ძალიან დიდი უმრავლესობა, რომელსაც ჩიხში შეჰყავს ეს მდგომარეობა. აქედან გამოსავალი იქნებოდა მხოლოდ უბრალო უმრავლესობის შემოთავაზება, სხვა შემთხვევაში უმცირესობას ეძლევა შესაძლებლობა დაბლოკოს გადაწყვეტილება. განვხილავთ ამ საკითხს და თავისთავად ჩვენი პოზიცია რაც არის ჩამოვაყალიბებთ იმ კანონის მიღებით, რაც მივიღეთ". - ამბობს პაპუაშვილი. 

მსგავსი სიახლეები