დარწმუნებული ვარ, "ოცნება" დაძლევს ამ ვეტოს და ხელს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის წარმატებას - სამადაშვილი
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ვეტო აუცილებლად უნდა ყოფილიყო დადებული „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, თუმცა ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" დაძლევს ამ ვეტოს და ხელს შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის წარმატებას.
ეს არის პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა ინსტიტუციური დამოკიდებულების გაძლიერება და მიშელის შეთანხმების შესრულება. ამიტომ კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც მიშელის შეთანხმებას ასევე დამოუკიდებელი ინსტიტუციების შექმნის პრინციპს, ცხადია, ვეტო დადებული უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის მხრიდან, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ არის მორიგ ჯერზე საბოტაჟი ამ ქვეყნის კანდიდატის მინიჭების პროცესის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ "ქართული ოცნება" დაძლევს ამ ვეტოს და კიდევ ერთხელ შეუშლის ხელს ჩვენი ქვეყნის წარმატებას, - ამბობს სალომე სამადაშვილი.