ბერა ივანიშვილმა დედას დენდროლოგიური პარკი აჩუქა - რას ამბობენ ოპოზიციაში
ბერა ივანიშვილმა დედას დენდროლოგიური პარკი აჩუქა - ოპოზიციაში ამბობენ, რომ ძალიან დამაზიანებელია ის გამჭვირვალობის დეფიციტი, რომელიც ივანიშვილის და მისი ქონების ირგვლივ არსებობს.
"ლელოს" წევრი საბა ბუაძე მოითხოვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ვითარება ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით და მან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თავი უნდა დაანებოს.
დენდროლოგიური პარკი ნამდვილად არის ძალიან კარგი პროექტი, ძალიან ლამაზია და კარგად არის გაკეთებული, მაგრამ ძალიან ცუდი არის და დამაზიანებელი არის ის გამჭვირვალობის დეფიციტი, რომელიც ივანიშვილის და მისი ქონების ირგვლივ არსებობს. ერთ დღეს გამოვა და ამბობს, რომ მას აღარაფრის სურვილი აღარ აქვს, შემდეგ ამბობს, რომ საკუთარ ქონებას გადასცემს ფონდს, სხვადასხვა განცხადებებს აკეთებს, რომელიც საბოლოო ჯამში არის ურთიერთგამომრიცხავი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაირკვეს ვითარება ივანიშვილის ქონებასთან დაკავშირებით, რას აპირებს, როგორ აპირებს და უნდა დაანებოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას თავი", - ამბობს საბა ბუაძე.
დენდროლოგიური პარკის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე გახდა. საჯარო რეესტის მონაცემებით, ეკატერინე ხვედელიძეს დენდროლოგიური პარკი შვილმა ბერა ივანიშვილმა 6 ივნისს აჩუქა. ბერა ივანიშვილამდე კი 2016 წლიდან „ურეკი რეიდენსის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს ფლობს „შპს ურეკი რეზიდენსი“.