3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გასწია ივანიშვილმა და ამას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა - პაპუაშვილი

27.06.23 12:18
3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გასწია ივანიშვილმა და ამას აქვს ჩემთვის მნიშვნელობა - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილისთვის მნიშვნელობა არ აქვს ვისი საკუთრება იქნება დენდროლოგიური პარკი. პაპუაშვილის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ 3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გასწია ბიძინა ივანიშვილმა და რომ ასეთი დიდი საქმეები უანგაროდ კეთდება.

გაცხადებული მიზანი რაც არის ამ დენდროლოგიური პარკის შექმნა ზუსტად ამ მიზნის მიხედვით მოხდება ყველა ეტაპის გავლა. ეს პარკი ჯერ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, მათ შორის თქვენი რეპორტაჟიდანაც გავიგეთ, რომ შეივსება ეს პარკი დამატებული ექსპონატებით, თუ სხვადასხვა ბუნების ძეგლებით.

ჩემთვის მნიშვნელობა აქვს იმას, რომ 3 მილიარდზე მეტი ქველმოქმედება გასწია ბიძინა ივანიშვილმა და ეს არის სწორედ, რაც მე მგონი თქვენც უნდა განიშნებდეთ იმისკენ, რომ ასეთი დიდი საქმეები კეთდება უანგაროდ", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.

დენდროლოგიური პარკის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძე გახდა. საჯარო რეესტის მონაცემებით, ეკატერინე ხვედელიძეს დენდროლოგიური პარკი შვილმა ბერა ივანიშვილმა 6 ივნისს აჩუქა. ბერა ივანიშვილამდე კი 2016 წლიდან „ურეკი რეიდენსის“ მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, „დენდროლოგიური პარკის“ ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს ფლობს „შპს ურეკი რეზიდენსი“. 

 

მსგავსი სიახლეები