მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა EU-ში ინტეგრაციის გზაზე - დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 9 წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა EU-ში ინტეგრაციის გზაზე.
"9 წლის წინ, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გააკეთა განაცხადი ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და მოიპოვა ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი". - წერს ილია დარჩიაშვილი.