მადლობა ღმერთს, რომ Go Go ჟენიები, პრიგოჟინისტები ხელისუფლებაში არ არიან, ქვეყანა გადარჩენილია - კობახიძე

27.06.23 13:17
მადლობა ღმერთს, რომ Go Go ჟენიები, პრიგოჟინისტები ხელისუფლებაში არ არიან, ქვეყანა გადარჩენილია - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა პრიგოჟინისტები გახდნენ.

კობახიძის თქმით, ზურაბიშვილით დაწყებული, მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, Go Go Zhenia-ს პოსტავდა და მადლობას უხდის ღმერთს, რომ  გო გო ჟენიები, პრიგოჟინისტები არ არიან ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, რუსეთში სამხედრო არეულობის ფონზე გამოჩნდა, რომ "კოლექტიურ ნაცმოძრაობას" ანალიზის უნარი არ აქვს. 

"გუშინ ის [მიხეილ სააკაშვილი] ისევე როგორც მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა, გახდნენ პრიგოჟინისტები და გულით გულშემატკივრობდნენ ევგენი პრიგოჟინს. უძღვნიდნენ მათ ეპიტაფიებს, ლექსებს და ასე შემდეგ. ჩვენ ვურჩიეთ მათ დილიდანვე არ ამჩატებულიყვნენ, არ გამოველინათ ეს ზედმეტი აჟიტირება, თუმცა არ დაგვიჯერეს და მიიღეს შესაბამისი შედეგი. ათასი სისულელე თქვეს, ათასი შეცდომა დაუშვეს და ამაში ჩართული იყო აბსოლუტურად ყველა, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული და მის მიერ შეწყალებული გვარამიათი დამთავრებული, რომელიც Go Go Zhenia!-ს პოსტავდა დილიდან მოყოლებული, პირდაპირ გულშემატკივრობდა კაცს, რომელმაც მოაწყო ბახმუტში უკრაინელების სასაკლაო. ამით ამაყობდა პრიგოჟინი, რომ მან მოაწყო უკრაინელების სასაკლაო, ხორცსაკეპი და ასეთ კაცს გულშემატკივრობდა მთელი კოლექტიური ნაცმოძრაობა.

თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი ანალიზის უნარის არმქონე ხელისუფლება რომ ჰყოლოდა გუშინ წინ თუ როცა იყო საქართველოს, ქვეყანას გახვევდნენ ათას უბედურებაში, მადლობა ღმერთს, რომ ეს ადამიანები, ეს გო გო ჟენიები არ არიან დღეს ხელისუფლებაში, მადლობა ღმერთს, ქვეყანა არის გადარჩენილი, იმის გამო რომ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს 2021 წელს ხელისუფლებაში დაბრუნება, ესენი არიან კოლექტიური გოუ გოუ ჟენიები, პრიგოჟინისტები", - თქვა კობახიძემ.", - თქვა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები